კომიტეტმა ოხანაშვილისთვის სუსის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ანრი ოხანაშვილისთვის სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე ხვალ, 2 სექტემბერს, განიხილება, როცა პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
ოხანაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ 23 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება "ოცნების" გუნდთან კონსულტაციის შედეგად მიიღო და კობახიძის მრჩევლად გადაინაცვლებს.
ოხანაშვილი სუს-ს ხუთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობისას გახმაურებული საქმეები იყო გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, ჩორჩანის საგუშაგოს თემაზე გამოძიება და რომეო მიქაუტაძის სისხლის სამართლის დევნა.