"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაუშვეს
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელიც თანამდებობას 2012 წლიდან დღემდე იკავებდა, გადააყენეს.
ჩიკვაიძეს გიორგი ერაძე შეცვლის.
"გათავისუფლდეს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევანი ჩიკვაიძე.
შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს გიორგი ერაძე.
შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
დამტკიცდეს შპს საქართველოს ფოსტის (ს/კ 203836233) სადამფუძნებლო შეთანხმება ახალი რედაქციით", - ნათქვამია კომპანიის მიერ ბიზნეს რეესტრში დღეს წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
განახლება: "პირველები" გიორგი ერაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ის ამ სფეროში 10 წელიწადია, მუშაობს.
ინფორმაცია "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ თავდაპირველად bm.ge-მ გაავრცელა.