ექსკლუზიური ინტერვიუ სინდისის პატიმართან განაჩენამდე ერთი დღით ადრე - ვეფხია კასრაძის მთავარი სათქმელი
განაჩენამდე ერთი დღით ადრე, "პირველებთან" კავშირზე გამოდის გლდანის ციხე და სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მსახიობი დარწმუნებულია, რომ ხვალ მოსამართლე მას და დანარჩენ 7 პირს ციხეში დატოვებს.
ვეფხია კასრაძე სთხოვს საქართველოს მოქალაქეებს ხვალვე გავიდნენ ქუჩაში და მოითხოვონ სისტემური უსამართლობის დასრულება.
არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებებიც არ არსებობს ჩემს წინააღმდეგ. თუ სამართლიანად გადაწყდება, არანაირი შანსი არ არის, მომისაჯონ, მაგრამ ჩვენ ისეთი ე.წ. ხელისუფლების ხელში ვართ, რომ მაგათგან გასაკვირი არაფერი არ არის - ამათ თავში რა მოიხარშება, არავინ იცის. ვფიქრობ, რომ დიდი ალბატობით მომისჯიან. ამა ხალხის ძალიან დიდი რეაქცია უნდა მოჰყვეს. ვისურვებდი, 4 ოქტომბერს არ უნდა დალოდებოდნენ, მანდ უნდა ყოფილიყო ის ნახევარი მილიონი ადამიანი, რომლებსაც 4 რიცხვისთვის აორგანიზებენ, თუკი ამას მართლა შეძლებენ. ეს ე.წ. ხელისუფლებასაც აიძულებდა, სწორი გადაწყვეტილება მიეღო, თავად მოსამართლეებსაც გაუადვოლდებოდათ გადაწყვეტილების მიღება.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად არასრულწლოვან შვილებზე ფიქრობს, რომლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ მამას ხვალ გაათავისუფლებენ.
რაც აქ ვარ, ოჯახზე და შვილებზე ფიქრი დაბლოკილი მაქვს, მაგრამ ისეთი დაშვება აქვთ, [ჩემი შვილები პატარები არიან] რომ ხვალ უნდა გამიშვან. მათთვის ძალიან მტკიცბეული იქნება [თუ საპატიმროში დამტოვეს] თორემ ჩემს შემთხვევაში - ბრძოლა ბოლომდე! ეს იქნება გარეთ, თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ჩვენ აქაც გავაგრძელებთ ბრძოლას. მართლა ძალიან ცუდ შედეგებს მიიღებენ. ჩვენი აქ ციხეში ყოფნა ამათთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება, ეგ უნდა იცოდეს "ქართულმა ოცნებამ" - ძალიან დამაზიანებელი და დამანგრეველი იქნება. ხალხის მღელვარებას მართლა ვერ გააჩერებენ და დროა, მართლა გონს მოეგონ. ჩვენ აქ არავინ არ გვძულს, ჩვენ ჩვენი სამშობლო გვიყვარს და სამშობლოს სიყვარულისთვის ადამინებს არ სჯიან. პირიქით, ხელის გულზე ატარებენ, ისეთ ახალგაზრდებს, როგორიც ჩვენ გვყავს.
2-3 სექტემბერს რამდენიმე სინდისის პატიმრის განაჩენი გამოცხადდება:
2 სექტემბერი
- 10:30 - ანტონ ჩეჩინი
- 12:00 - 8 სინდისის პატიმარი (ირაკლი მიმინოშვილი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, გიორგი გორგაძე)
3 სექტემბერი
- 10:30 - საბა სხვიტარიძე
- 12:00 - 11 სინდისის პატიმარი ( გური მირცხულავა, ირაკლი ქერაშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, გია ტერიშვილი, ვაკო თეთრაშვილი, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, სერგეი კუხარჩუკი, რეზო კიკნაძე)
- 17:00 - ნიკა კაცია