"ოცნება" ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილის დეტალებზე სუაბრობს
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შეასრულა. ლადო ბოჟაძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეგროვებული და გაგზავნილი ანგარიში მოიცავს ყველა 8 პუნქტს, მათ შორის კანონპროექტებსაც, რომლებიც უკვე მიღებულია.
მისივე განცხადებით, ის ვალდებულებები, რომლებიც დეკემბერში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში არ ყოფილა, არც შესრულდება.
ამასთან, ბოჟაძე ირწმუნება, რომ მოლოდინი, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდება, „ოცნებაში“ არ აქვთ.
8-ვე მუხლი, ფაქტობრივად, სრულად არის შესრულებული, რომლის ანგარიშიც შეაგროვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გადაიგზავნა. მათ შორის კანონპროექტები, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს საჯარო დოკუმენტია და ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო გაასაჯაროებს.
რაც შეეხება პოზიციას, წერილში, რომელშიც არ იყო რეკომენდაციებში, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში მივიღეთ, ის ვალდებულებები, ბუნებრივია, არ და ვერ შესრულდება. არავინ აპირებს საქართველოში კანონმდელობის შეცვლას. მითუმეტეს, იმ კანონმდებლობის, რომელიც მნიშნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის და არაფერი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციასთან.
ამიტომ, ჩვენ მოლოდინი იმისა, რო ვიზაიბერალიზაცია ქვეყანას შეუწყდება, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, - ამბობს ბოჟაძე.
გია ვოლსკი კი ისევ საქართველოს ომში ჩათრევის კონსპირაციაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სწორედ ეს არის ევროპელების მიზანი.
არ გამოდიხართ, არ უჭერთ მხარს რევოლციას, არ აწყობთ მეიდანს? თქვენ დაისჯებით იმით, რომ გექნებათ თავისუფალი მიმოსვლა. ის მოთხოვნები,რ აც არის ჩამოყალიბებული, ამაზე, ყველაფერზე პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოთხოვნების უკან გაცილებით უფრო სერიოზული და უფრო შორს მიმავალი გეგმა დევს და ამ გეგმაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის პროქსი ომის პროცესში საქართველოს ჩართულობის უზრუნველყოფა, - ამბობს ვოლსკი.
„ევროსკოპის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ მიიღო საქართველოს მიერ გაგზავნილი ანგარიში, სადაც "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ვალდებულებებს ასრულებენ და პროცესები კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას გუშინ მიეწოდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, 31 აგვისტომდე საქართველოს უნდა გაეუქმებინა რეპრესიული კანონები, გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, შეეწყვიტა სამოქალაქო აქტივისტების დევნა და ოპოზიციასთან პოლიტიკური დიალოგი დაეწყო. სწორედ ამ პირობებზეა დამოკიდებული ქვეყნის ყველაზე დიდი მონაპოვარი - ვიზალიბერალიზაცია.