ბაჩიაშვილს 11 წლიანი სასჯელი შესაძლოა გაუხანგრძლივდეს – გამოიყენებს თუ არა მოსამართლე შეკრებითობის წესს
"ივანიშვილის პირად პატიმრად“ მოხსენიებულ გიორგი ბაჩიაშვილს ერთ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე 11 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ სასამართლომ მასზე შესაძლოა ის პრაქტიკა გამოიყენოს, რომლისგანაც ქვეყანამ 2013 წელს ოფიციალურად თქვა უარი.
ამჟამად საქართველოში მხოლოდ ორ პატიმარს — მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას ეხება შეკრებითობის პრინციპი. იქნება თუ არა მესამე გიორგი ბაჩიაშვილი, უახლოეს კვირებში გაირკვევა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბრალდების მოწმე პროცესზე არ გამოცხადდა და განხილვა 22 სექტემბრამდე გადაიდო.