განაჩენების კვირა - მომდევნო სამ დღეში 24 სინდისის პატიმრის ბედი გადაწყდება
ისტორიულ განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, ვეფხია კასრაძე კონტაქტზე "პირველებთან" გლდანის ციხიდან გამოვიდა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული დარწმუნებულია, რომ ხვალ მოსამართლე დამოუკიდებლობის ტესტს ვერ ჩააბარებს და სინდისის პატიმრებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთით ბევრი წლით ციხეში დატოვებს.
ის, რომ "ქართულ ოცნებას" დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს სინდისის პატიმრების ციხეში ჩატოვების შემთხვევაში ამაზე თავისუფლებისთვის მებრძოლების ოჯახის წევრები თანხმდებიან. ხვალ პოლიტიკურ ვერდიქტს სინდისის 8 პატიმარი ელის.
განაჩენების კვირეული საქალაქო სასამართლოში დილის 10:30 საათიდან ანტონ ჩეჩინის გადაწყვეტილებით გაიხსნება. სიმსივნის დიაგნოზით ბრალდებული დილით საბოლოო სიტყვას ეტყვის მოსამრთლე ჯვებე ნაჭყებიას, შემდეგ კი პოლიტიკურ ვერდიქტს მოისმენს
ანტონ ჩეჩინის მსგავსად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კიდევ 3 პირი ელის სასამართლო ვერდიქტს. მათ შორის ორი ჩეჩინის მსგავსად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეს გაირკვა რომ ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის განაჩენს ნინო გალუსტაშვილი 12 სექტემბერს გამოაცხადებს.