დიდი პროტესტის შემოდგომა - ვინ გამოუცხადა 4 ოქტომბერს ხალხის ქუჩაში დიდი შეკრებას მხარდაჭერა?
დაანონსებული ცხელი შემოდგომის პირველი დღე ახალი პოლიტიკური გზავნით დაიწყო - 4 ოქტომბერს ხალხის ქუჩაში დიდი შეკრებას მხარდაჭერა ციხიდან კიდევ ერთმა ლიდერმა გამოუცხადა. გიორგი ვაშაძე მიმართვაში, რომელიც რუსთავის საპყრობილიდან გაავრცელა, წერს, რომ ახლა აუცილებელია, საყოველთაო მობილიზაცია.
4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა და ლევან ხაბეიშვილი საყოველთაო შეკრების თარიღის დაანონსების გამო აკრიტიკებდა. ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მოახლოვდება დიდი სახალხო შეკრების დღე, მით უფრო მეტი პოლიტიკური ძალისგან მიიღებს მხარდაჭერას.
"რევოლუცია" - სიტყვა, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლებია, ნეგატიურ კონტექსტში, პროპაგანდისტულად იყენებს, სამოქალაქო აქტივისტებმა გამარჯვების სიმბოლოდ აქციეს. ახალგაზრდები, რომლებიც მათი თაობის ყველა გარდამტეხ მომენტში დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან, დარწმუნებულები არიან, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.