წერილი ტრამპს - ცდა მეორე: ვინ არის ყაველაშვილის სახელით დაწერილი წერილის რეალური ავტორი
ირაკლი კობახიძის ნაცვლად გაეროში "ოცნება" მიხეილ ყაველაშვილს გაგზავნის. "პირველების" ინფორმაციით, მსოფლიოს საქართველოს სახელით მიმართავს კაცი, რომელსაც "ქართული ოცნება" პრეზიდენტს უწოდებს. კობახიძე გაეროში შარშან თავად იყო, ახლა შეერთებულ შტატებში ჩასვლაზე ჩვენი ინფორმაციით, უარს ამბობს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ყაველაშვილის წინ წაწევა ივანიშივილის ახალი თამაშის ნაწილია.
"ქართულმა ოცნებამ" ჯერ წერილი გაგზავნა ყაველაშვილის სახელით ტრამპის ადმინისტრაციაში ახლა კიდევ ნიუ იორკში გაეროში სიტყვით გამოსვლას ანდობენ.
ირაკლი კობახიძის უპასუხო წერილის შემდეგ, ახლა შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას ყაველაშვილი ცდილობს. წერილში ყაველაშვილი წუხს იმის გამო , რომ ის და მისი გუნდი ამერიკის ტრამპის ყურადღების მიღმა დარჩნენ. ივანიშვილი დარდობს, რომ ტრამპმა მოიცალა ყველასთვის ივანშვილის გარდა.
ვინ დაწერა წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშილმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა.
წერილის შინაარსი ძალიან ჰგავს ფილოსოფოს ზაზა შათიროშვილის მიერ შედგენილ და ადრე გამოქვეყნებულ წერილებს, რომელიც საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის სახელით ვრცელდებოდა.
ივანიშვილის პარტია ტრამპის ადმინისტრაციისგან მეტ ყურადღებას, აღიარებას, ლეგიტიმაციას და უერთიერთოების ახალი ფურცლიდან დაწყებას ითხოვს.