საკადრო წმენდის ახალი ტალღა "ქართულ ოცნებაში" - მიადგნენ სახელმწიფო კომპანიებს
საკადრო წმენდა სახელმწიფო კომპანიებში საბოლოო ეტაპზე გადავიდა - პოსტიდან გათავისუფლებულია საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი.
ლევან ჩიკვაიძე, 13 წლიანი მუშაობის შემდეგ საჯარო განცხადების გარეშე, სახლში გაუშვეს. მისი ადგილ მონაცვლე ლევან ერაძეა, რომელიც ამტკიცებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებთან ახლობლობის გამო არ შეურჩევიათ.
რატომ გაუშვეს ლევან ჩიკვაიძე? საქართველოს ფოსტა მსხვილი სახელმწიფო კომპანიაა, რომელის ბიუჯეტიც ათობით მილიონია.
კორუფციის მკვლევარების ვარაუდით, შიდა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა ჩიკვაიძე, რომელიც დაკავშირებული იყო ყოფილ ძალოვანებთან. შესაბამისად, ახლა კობახიძემ სახელმწიფო კომპანიებზე სრული კონტროლი აიღო ხელში.
საკადრო ცვლილებებია სუს-შიც, ანრი ოხანაშვილმა უსაფრთხოების სამსახურში 5 თვიანი მუშაობის შემდეგ თავი ამოწურა და კობახიძის მრჩევლად არჩია წასვლა. ქართულ ოცნებაში 6 წლის ვადით არჩეული სუსის უფროსის თითქმის 5 თვეში წასვლაში პრობლემას ვერ ხედავენ და არგუმენტად გლობალური პოლიტიკა მოჰყავთ.