ბოჭორიშვილის საიდუმლო წერილი ევროკომისიას - რა აქვს EU-სთვის სათქმელი "ოცნებას"
რა აქვს სათქმელი "ქართულ ოცნებას" ბრიუსელისთვის ჯერ ისევ გასაიდუმლოებულია. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ადასტურებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიას წერილი გუშინ მისწერა, მაკა ბოჭორიშვილის ჟურნალისტებთან არ ჩნდება. მისი გუნდი კი პოლიტიკურ შემოდგომას ევროკავშირზე ახალი ძალებით თავდასხმით იწყებს.
ქართული ოცნების განცხადებებით რჩება განცდა, რომ ისინი უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ელოდებიან, ამიტომ ევროკავშირის ლანძღვა, პოლიტიკური დღის წერისრიგის ნაწილად აქციეს.
რა აქვს სათქმელი ოცნებას ბრიუსელისთვის დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ გაამხილა. როგორც მოსალოდნელი იყო ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად ივანიშვილის პარტია არაფრის გამოსწორებას არ აპირებს და ეს მისწერეს ევროკომისიასაც.ვიდრე ოცნება საზოგადოებას ალტერნატიულ რეალობას სთავაზობს, საქართველო სრულ საერთაშორისო და პოლიტიკურ იზოლაციაში ექცევა. კოპენჰაგენში, იქ სადაც ევროპის პირველი დიპლომატები და გაერთიანების პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები ევროკავშირის გაფართოებაზე მსჯელობენ, ოცნების ხელისუფლება მიწვეული არაა.