"უახლოეს მომავალში ჩამოსვლას არ ვაპირებ" - გიორგი გახარია

01.09.25 19:25
"უახლოეს მომავალში ჩამოსვლას არ ვაპირებ" - გიორგი გახარია

ექს პრემიერმა, გიორგი გახარიამ "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს. 

ამასთან, პოლიტიკოსმა გადაცემა "პირდაპირ ეთერში" საუბრისას აღნიშნა, რომ მისი აზრით, დღეს, "ქართულ ოცნებას" მისი დაჭერის რესურსი არ აქვს, თუმცა აქვს რესურსი, რომ მას პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდოს. 

ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის...

მე არ ვთვლი, რომ დღეს "ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს. მაგრამ იმის რესურსი "ოცნებას", რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს. 

ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ.. ფაქტია, რომ დღეს "ოცნებას" აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბერად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

იხილეთ ასევე: