სალომე ზურაბიშვილი: რვიანის შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ვყოფილვარ

01.09.25 19:54
სალომე ზურაბიშვილი: რვიანის შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ვყოფილვარ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რვიანის შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა. 

განცხადება ზურაბიშვილომა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა: 

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა  ,,წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც არ დაშლილა,  თუმცა მასში მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა ამჟამად რუსული რეჟიმის მიერ ციხეშია გამოკეტილი. 

რაც შეეხება ოპოზციურ  რვიანს, რომელიც ,,წინააღმდეგობის პლატფორმის”  შექმნის შემდეგ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები