ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გაეროში არ მიდის

01.09.25 20:44
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გაეროში არ მიდის

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დაადასტურა ის რაზეც "პირველები" რამდენიმე საათის წინ საუბრობდნენ, კობახიძე გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე არ მიდის. 

კობახიძის განცხადებით, ნიუ-იორკიდან საქართველოს სახელით მსოფლიოს მის ნაცვლად მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს. 

ასევე, მისი თქმით, ის უშუალოდ არის საარჩევნო პროცესებში ჩართული, რის გამოც მისთვის რთულია გაეროში სტუმრობა. 

მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს. მათ შორის, ტექნიკური მიზეზიც აქვს, ბუნებრივია, ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში. შესაბამისად ფიზიკურადაც ძალიან რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა, აქედან გამომდინარე სხვადასხვა მიზეზის გამო მე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება წელს გაეროს ესტუმროს ბატონი მიხეილ ყაველაშვილი," - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები