"ოცნება" ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ აპირებს
"ქართული ოცნება" ევროკავშირისთვის გაგზავნილ წერილის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ აპირებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ოცნების" პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ისინი შეასრულებენ ყველა "გონივრულ მოთხოვნას", მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მათ მოთხოვნების შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე მისცა.
კობახიძის განცხადებით, ვადის ამოწურვამდე "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირს დისკუსია შესთავაზა, თუმცა "მათ უარი თქვეს".
დოკუმენტი შედგენილია, გაგზავნილია ევროკაშირში. რაც შეეხება მის გასაჯაროებას, არ ვიცი თუ ნახეთ როგორია პროცედურები გასაჯაროებაც შესაძლებელია ამ დოკუმენტის, თუმცა პირველ რიგში, ჩვენ ვიყავით ვალდებულები, რომ ეს დოკუმენტი გაგვეზიარებინა ევროკავშირისთვის და ეს გავაკეთეთ სათანადო ვადებში. დაველოდებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხს.
ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ უკლებლივ ყველა გონივრული მოთხოვნა, უნდა დაგვისაბუთონ, რომ მოთხოვნები არის გონივრული და რა თქმა უნდა ყველას შევასრულებთ.
ჩვენ ხელი გავუწოდეთ ევროკავშირის ბიუროკრატიას და შევთავაზეთ დისკუსია, თუმცა მათ თქვეს უარი. 31 აგვისტომდე იყო ყველანაირი დრო იმისთვის, რომ გვემსჯელა ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა მათ თქვეს უარი დიალოგზე. ყველამ [გვითხრა უარი].
ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა, დღეს, სამწუხაროდ, არაევროპულობით და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის დღეს, სამწუხაროდ, მართული," - განაცხადა კობახიძემ.