"ლელო - ძლიერი საქართველოს" პარტიის წარმომადგენლები მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველს შეხვდნენ

01.09.25 23:15
"ლელო - ძლიერი საქართველოს" პარტიის წარმომადგენლები მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველს შეხვდნენ

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პარტიის წარმომადგენლები, თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, ვიცე-მერობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლანა გალდავა სულხან-საბას სკვერში მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე მათ საზოგადოებას პარტიის პროგრამა და ხედვა გააცნეს. 

ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველთან დაზიანებულ შენობებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა. 

იმ დროს, როდესაც კახა კალაძე რვა წელია მერია და ერთადერთხელ გაახსენდა მთაწმინდა, ისიც ისეთ ამაზრზენ კონტექსტში და არცერთ ეზოში არ მოსულა არცერთი ეზოს კარ არ შეუღია, არცერთ სადარბაზოში არ შესულა, არცერთ შუაზე გადახლეჩილ შენობასთან არ გაჩერებულა და ამ დროს, გამოდის მთავრობა და იძახის, იმის ნაცვლად რომ 12 წელია თბილისს მართავენ ნარმანია-კალაძიანა და ამ 12 წლის განმავლობაში აბსოლუტურად შეიძლებოდა მოგვარება ავარიული შენობების, 12 წლის მმართველობის თავზე გამოდიან და იძახიან, რომ სტადიონი უნდა ავაშენოთ ახალიო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" მოქალაქეების გვერდით არ დგას. მისი თქმით, "უსამართლობის განცდას სჭირდება ძლიერი წინააღმდეგობა". 

დღეს ხელისუფლება არ დგას მოქალაქეების გვერდით, არ დგას ხანდაზმულების გვერდით, არ დგას პენსიონერების გვერდით, არ დგას მრავალშვილიანი დედების გვერდით... 

უსამართლობის განცდა არის გამეფებული ჩვენ გარშემო და ამ უსამართლობის განცდას სჭირდება ძლიერი წინააღმდეგობა," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ამომრჩევლებს ესაუბრა ლანა გალდავაც, მისი თქმით, "ლელო - ძლიერი საქართველოს" გუნდი მთაწმინდის უბანს ავთენტურობას შეუნარჩუნებს. 

ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, დღეს, თბილისში, ჩემს უბანში, თქვენს წინაშე წარდგომა. თბილის არის არის უნიკალური, მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური ქალაქი და სწორედ ამაშია მისი სიძლერე და განსაკუთრებულობა. 

კი, ჩვენ, ამ თბილისურ ეზოებში გაზრდილმა ახალგაზრდებმა ვიცით როგორია ყველა ენაზე ლაპარაკი, ყველა ენაზე, რომელიც მოგვისმენია ჩვენს ეზოებში. ჩვენ ვიცით, რომ თბილისელობა არის არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ეს არ არის არავითარ შემთხვევაში გეოგრაფია...

ამ ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს, მთაწმინდა, როგორც სავიზიტო ბარათი არის ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ როგორი ლამაზიცაა, ასევე სჭირდება მას მოვლა და პატრონობა...

ჩვენ "ლელო - ძლიერი საქართველოს" გუნდი შევუნარჩუნებთ ავთენტურობას ამ უბანს," - განაცხადა ლანა გალდავამ. 

მსგავსი სიახლეები