"ქოცური" პროექტი განწირულია იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით არ ჰყავს მომხრეები" - გრიგოლ გეგელია

01.09.25 23:47
"ქოცური" პროექტი განწირულია იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით არ ჰყავს მომხრეები" - გრიგოლ გეგელია

"ქოცური" პროექტი განწირულია იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით არ ჰყავს მომხრეები" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

მისი თქმით "ქოცური პროექტი არის ხე, რომელსაც ფესვები არ გააჩნია"

საშუალო ქართველმა მოქალაქემ, ასე თუ ვიტყვით, იცის ძალიან კარგად, რომ იქ წევრობა ნიშნავს სამჯერ მეტ პენსიას, უკეთეს ჰაერს, ავარიული სახლები არ გეცემა თავში, რკინა-ბეტონის არ გეშინია, სადგურის მოედანზე რომ გაივლი, რომ დაგეცემა, ნარკო-პანდემია არ არის. ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ ყველანი პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება. 

ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემები აღარ გაქვს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ "ქოცური" პროექტი არის განწირული იმიტომ, რომ მას ქვეყნის შიგნით არ ჰყავს მომხრეები. ის არის ხე, რომელსაც ფესვები არ გააჩნია," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები