საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება

02.09.25 09:56
საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება

საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, მანამდე ის იკავებდა მაღალ თანამდებობებს შეიარაღებული ძალების სამინისტროში. დიპლომატიურ კარიერაში კურტოს გამოცდილება მოიცავს მუშაობას ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ დაბიში.

ოლივიე კურტო დაჯილდოებულია საფრანგეთის სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით - არის საპატიო ლეგიონის კავალერი და ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი.

მსგავსი სიახლეები