ანტონ ჩეჩინის პროცესი დაიწყო - განახლებადი ინფორმაცია სასამართლოდან
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინი განაჩენის მოლოდინშია.
მანამდე 26 წლის ახალგაზრდა საბოლოო სიტყვის უდფლებით ისარგებლებს, ანტონ ჩეჩინს სურს სიტყვა ინგლისურად წარმოთქვას, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას პირობა მისცა, რომ ინგლისური ენის თარჯიმნით უზრუნველყოფს.
- 10:32 - პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი სხდომათა დარბაზში ალტერნატიული გზით შევიდა, მანდატურებმა ის მე-14 დარბაზიდან გამოიყვანეს და მე-15-ში შეიყვანეს.
- 10:34 დარბაზი სავსეა. მე-15 დარბაზში 40-მდე ადამიანი ეტევა, ისიც იმ შემთხვევაში, იმაზე მეტ დამსწრეს როცა უშვებენ, ვიდრე სკამია. დერეფანში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩა შემოსვლის მსურველი.
- დარბაზში 13 მანდატურია, მათ შორის, მანდატურის სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი.
- 10:41 - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია ჩამოვიდა, სხდომა გაიხსნა. შემოიყვანესანტონ ჩეჩინი