ბრძოლა გაგრძელდება - ანტონ ჩეჩინი მოსამართლეს საბოლოო სიტყვით მიმართავს
"არანაირი კომპენსაცია არ შეცვლის იმ დროს, რომელიც გავატარე ციხეში, ჩემს მეუღლესთან და მშობლებთან დაშორება..."- ამის შესახებ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ანტონ ჩეჩინმა განაცხადა.
26 წლის აქტივისტმა პროკურატურას შესთავაზა, უარი თქვას ჩემს ბრალდებაზე.
„ჩემი დასკვნითი სიტყვის წინ მე მინდა შევთავაზო პროკურატურას, რომ წამოვიდეს სამშვიდობი გადაწყვეტილებაზე და უარი თქვას ჩემს ბრალდებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი კომპენსაცია არ შეცვლის იმ დროს, რომელიც გავატარე ციხეში, ჩემს მეუღლესთან და მშობლებთან დაშორება...
ჩემი ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ არ გამამართლებენ, ხუთი სისხლის სამართლის საქმე აქციებთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული, ორი უკვე გამართლებულია..." - თქვა ჩეჩინმა.
მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ბრძოლას არ შეწყვეტს:
„ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ და ვიბრძვით დაპატიმრებულებისთვის.... ვითხოვთ დაუბრუნოთ მათ სიყვარულის უფლება, უფრო მეტი დრო და საშუალება ჰქონდეთ, რომ შეხვდნენ მათ ვინც უყვართ.
28 აგვისტოს იყო წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაული, მე იმედი მქონდა, რომ ამ დღეს ვიქნებოდი სახლში და მონაწილეობას მივიღებდი ძველ ქართულ წესში... მინდა მივიდე მათთან [პატიმრებს გულისხმობს] ვნახო ვინც არიან პენიტენციურ დაწესებულებაში, მივიტანო წიგნები, დავწერო წერილები, ეს ძალიან აუცილებელია მათთვის, ვინც იქ არიან. პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ისევე როგორც ყველა უსამართლოდ მსჯავრდებული... 9 თვის განმავლობაში მე ვერ ვპოულობდი ჩემს ადგილს, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.
საქართველოში მმართველი პარტია არასტაბილურ ვითარებაში და მათ რეპრესიების გადაწყვეტილება მიიღეს, რაზეც მოწმობს დღევანდლეი მდგომარეობა, რაც გამოიხატა ნარკოტიკების ჩადებაში, ეს პრაქტიკა გავრცელებულია სხა ქვეყნებშიც, სამწუხაროდ საქართველოშიც"- თქვა სინდისის პატიმარმა.
რადიო თავისუფლების თანახმად, თარჯიმანი ნაწილობრივ თარგმნის სიტყვას, ტოვებს მომენტებს, ვერ პოულობს შესაბამის ქართულ სიტყვებს და დარბაზიდან ეხმარებიან.
ანტონ ჩეჩინის თქმით, 20-მე ქვეყნის საელჩოში გააგზავნა დახმარების თხოვნით წერილები, მათ შორის მიწერა არასამთავრობოებს და ჟურნალისტებს:
„იმ შემთხვევაში თუ მე გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, მე გავაგრძელებ ბრძოლას, სხვა ორგანიზაციების დახმარებით იმიტომ, რომ ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იყო შეტანილი რამოდენიმე საჩივარი, რომლის გამოძიება არ ხდება იმიტომ, რომ მას ხელმძღვანელობს პროკურატურა, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა განწყობილი, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ბრალებული, იმის გამოც, რომ მე გამოვდიოდ პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ"- თქვა სინდისის პატიმარმა.
ანტონ ჩეჩინი განუკითხაობასა და უკანონობას უწოდებს სამართალდამცველების მოქმედებებს. მისი თქმით, როცა ნარკოტიკი ამოუღეს ეს იყო მოულოდნელობა, რადგან არანაირ კავშირში არ იყო ნარკოტიკებთან:
„ეს იყო იმისთვის, რომ დამამცირონ და შემაშინონ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე..."- თქვა მან.
მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლების" მიხედვით.