მანდატურებმა ახალგაზრდებს სასამართლო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს - რამდენიმე მათგანს დაზიანება აღენიშნება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანტონ ჩეჩინის განაჩენი გამოცხადდა ამ დრომდე ხმაურია.
შენობაში მყოფებმა უკმაყოფილება მას შემდეგ გამოთქვეს, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა და 26 წლის ბიჭი ციხეში 8 წლით გაუშვა.
მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე ახალგაზრდას შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინა, მათ დაზიანებები აღენიშნებათ. ახალგაზრდები მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.
შენიშვნა: ფოტოები, სადაც ახალგაზრდებს დაზიანებები აღენიშნებათ, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში ვრცელდება