"ოცნება" ჩვენს დაშინებას ცდილობს - მესამე სექტორი ჩხრეკებს და დაკავებებს არ გამორიცხავს
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას და მათი წარნმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას მესამე სექტორი რეპრესიებად და დაშინების მცდელობად აფასებს.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი საბა ბრაჭველი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მიზანია, არასამთავრობოებმა საქმიანობა და საზოგადოების დახმარება შეწყვიტონ.
რასაც ცდილობს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, არის ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათი დაშინება, ახლა უკვე დაბარება ხდება, ჩხრეკებსაც არ გამოვრიცხავთ. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა, დახმარება ქართველი ხალხის და საუბარია კორიფციაზე, მართლმსაჯულების არარსებობაზე და ა.შ. ყველანაირი სახის გაუგებრობა რომ იყოს აცილებული და იმისთვის, რომ ზუსტად ჩაიწეროს თითოეული სიტყვა, რასაც იტყვიან ეს ადამიანები ოქმში, ამისთვის უმჯობესია და მე მოქალაქეებსაც მოვუწოდებ, რომ მათ ყოველთვის ისარგებლონ ამ დროს მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა, - ამბობს "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი საბა ბრაჭველი.
საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, ამ ნაბიჯებით, სხვა არასამთავრობოებიც დააშინოს. იურისტი არც არასამტავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაკავებას გამორიცხავს.
ამის მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დამატებითი რეპრესიების ფორმით შეეზღუდათ უფლებამოსილება, რომ საკუთარი უფლებამოსილება განეხორციელებინათ. ეს არის მათ შორის დაშინების მცდელობაც, იმიტომ, რომ ამას აქვს, გარკვეულწილად, მსუსხავი ეფექტის მოლოდინი, რომ სხვა ორგანიზაციებიც ამ შიშის გამო შეწყვეტენ საკუთარ საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობენ საკუთარი მანდატის ფარგლებში, კონსტიტუციის ჩარჩოებში და მათზე ასეთი ტიპის სისხლის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება არის მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიების ახალი ფორმა. არაფერს გამოვრიცხავთ, - ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
ანგარიშების გაყინვის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ მოწმის სტატუსით გამოძიების წინაშე უნდა წარდგნენ ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ და „IDFI“.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გამომძიებლების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებენ.