კობახიძისთვის სამოქალაქო სექტორი „დიფ სთეითის მიერ თავს მოხვეული უბედურებაა“

02.09.25 12:01
კობახიძისთვის სამოქალაქო სექტორი „დიფ სთეითის მიერ თავს მოხვეული უბედურებაა“

„მესამე სექტორი ფარსია, „სამოქალაქო საზოგადოება“ კი გაუგებარი ტერმინი“ - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძე საუბრობს. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორი არის „დიფ სთეითის მიერ თავს მოხვეული უბედურება“, ხოლო მიმდინარე გამოძიება მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების საქმეა. 

მესამე სექტორი რას ნიშნავს, კაციშვილი ვერ ახსნის. ეს არის სრული ფარსი. ან სიტყვა "სამოქალაქო საზოგადოება" რას ნიშნავს, ამასც ვერავინ ახსნის. თუ სამოქალაქო საზოგადოება არის ენჯეოები, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი ვართ არასამოქალაქო საზოგადოება. ეს ყველაფერი არის დიფ სთეითის მიერ თავს მოხვეული უბედურება. 

რაც შეეება გამოძიებას, ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის თავიდან ბოლომდე საგამოძიებო ორგანოების საქმე. სადამდე მივა გამოძიება, ეს მე არ ვიცი, - ამბობს კობახიძე. 

ანგარიშების გაყინვის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ მოწმის სტატუსით გამოძიების წინაშე უნდა წარდგნენ ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ და „IDFI“.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გამომძიებლების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებენ.

 

მსგავსი სიახლეები