პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი - ზურაბიშვილი ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოტანილ განაჩენზე

02.09.25 12:08
პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი -  ზურაბიშვილი ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოტანილ განაჩენზე

ტერორი საქართველოში: ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის „პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“.

„ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები