სოფო ჯაფარიძე: ანტონ ჩეჩინი 8 წელი ციხეში არ იჯდება, 4 ოქტომბერს ყველა უნდა ვიყოთ გარეთ
ანტონ ჩეჩინი 8 წელი ციხეში არ იჯდება. ამის პირობას ვაძლევ ყველას, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენის შემდეგ ისაუბრა.
ოპოზიციონერის თქმით, მნიშვნელოვანია, 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიდეს, რათა "რეჟიმი საბოლოოდ დაემხოს" და ყველამ ერთად იზეიმოს გამარჯვება.
ანტონ ჩეჩინი 8 წელი ციხეში არ იჯდება. ამის პირობას ვაძლევ ყველას და ამისთვის საჭირო და აუცილებელია ერთი, რომ 4 ოქტომბერს, ყველა, აი, ვინც ახლა სხედხართ ტელევიზორთან და გვისმენთ და ხედავთ, რა უსამართლობა ტრიალებს ამ ეზოში, რომელსაც სასამართლოს გარდა, ყველაფერი ჰქვია, სამართლის გარდა, აქ ყველაფერი შეიძლება, ოპოვო. ეს არის დარაბზი, სადაც ადამიანები აცხადებენ მხოლოდ იმას, რა გადაწყვეტილებასაც ის ერთი კაცი იღებს ზემოთ. ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა ვიყოთ გარეთ! ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველანი ვიქნებით ერთად, აუცილებლად შევძლებთ ამას. რეჟიმი დაემხობა და აუცილებლად ეს ბიჭები, მზია ამაღლობელი, ნინო - ყველა ვიქნებით ერთად და ვიზეიმებთ გამარჯვებას, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.