პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დაამტკიცა - სინდისის 8 პატიმარს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა

02.09.25 12:44
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დაამტკიცა - სინდისის 8 პატიმარს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. მოსამართლემ სინდისის პატიმრები ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.

უფრო კონკრეტულად: 

თავდაპირველად გამოძიება სინდისის პატიმრებს "ჯგუფურ ძალადობაში" მონაწილეობასა და ორგანიზებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე მჭედლიშვილმა ბრალი შეცვალა და მათ განაჩენები სსკ-ის 226-ე მუხლის საფუძველზე მიუსაჯა, რაც "ჯგუფური მოქმედების" ორგანიზებას, გულისხმობს რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა - ისჯება სამ წლამდე პატიმრობით.

ვის რამდენი მიუსაჯეს: 

ზვიად ცეცხლაძე - 2 წელი და 6 თვე:

  • მოსამართლემ სტუდენტს ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

ვასილ კაძელაშვი - 2 წელი და 6 თვე:

  • თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

ვეფხია კასრაძეს 2 წელი და 6 თვე მიესაჯა.

  • მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა. 

ინსაფ ალიევს 2 წელი მიესაჯა.

  • მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა. 

თორნიკე გოშაძეს 2 წელი მიესაჯა.

  • მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

გიორგი გორგაძეს 2 წელი მიესაჯა

  • მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წელი მიესაჯა.

  • მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

ირაკლი მიმინოშვილს 2 წელი მიესაჯა.

  • მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებოდა.

მსგავსი სიახლეები