ხაბეიშვილი: ახლა ივანიშვილი და მისი ბანდა დაელოდოს, 4 ოქტომბერს რა განაჩენს გამოუტანს ხალხი
ახლა ივანიშვილი და მისი ბანდა დაელოდოს, 4 ოქტომბერს რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, - ასე ეხმიანება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერ ლევან ხაბეიშვილი სინდისის 8 პატიმრის ციხეში გაშვებას. მისი თქმით, ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ სჯიან ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ვერ მოისყიდეს.
ხაბეიშვილის განცხადებით, "ოცნების" მიერ გამოტანილი ასეთი განაჩენები უნდა დასრულდეს და 4 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავად უნდა გასტუმროს რეჟიმი „მშვიდობიანი რევოლუციით“.
ბიძინა ივანიშვილს, "ქართულ ოცნებას", კობახიძეს სძულს ადამიანი, რომელიც არის ვაჟკაცი, ქართველი, მტკიცე. რომ ვერ გატეხეს ეს ახალგზრდები, მათსავით დამსმენები რომ არ არიან, მათსავით ცრუ მოწმეები რომ არ არიან, მათსავით ტყუილები რომ არ შეუძლიათ, ამიტომ სჯიან ამ ახალგაზრდებს. ივანიშვილი გაგიჟებულია, როგორ შეიძლება, რომ ამდენი ხანი ციხეში ახალგაზრდა ადამიანი ვერ გატეხო, ვერ მოისყიდო, ვერ დააშანტაჟო, ვერ დაემუქრო. ერთი რა უნდა გვესმოდეს, მუდმივად ველოდებით ამ ბოლო პერიოდში, ივანიშვილი რა განაჩენს გამოგვიტანს. ეს უნდა დასრულდეს. 4 ოქტომბერს ჩვენ ესენი მშვიდობიანი რევოლუციით უნდა გავისტუმროთ. ახლა ივანიშვილი და მისი ბანდა დაელოდოს, 4 ოქტომბერს რა განაჩენს გამოუტანს ხალხი და სხვათა შორის, ხალხი სამართლიანია, - ამბობს ხაბეიშვილი.
პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. მოსამართლემ სინდისის პატიმრები ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.