ტერორი საქართველოში - სალომე ზურაბიშვილის პირველი რეაქცია განაჩენის შემდეგ
ტერორი საქართველოში - ასეთია სალომე ზურაბიშვილის პირველი რეაქცია 8 პირისთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, დღეს კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი გამოცხადდა.
მისივე განცხადებით, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას.
კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპელი მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა.
ეს არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“, - წერს ზურაბიშვილი.