რეჟიმმა განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა - ეკა ბესელია

02.09.25 13:40
რეჟიმმა განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა - ეკა ბესელია

რეჟიმმა განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა - ასე ეხმიანება ეკა ბესელია სინდისის 9 პატიმრის საქმეზე გამოტაილ ვერდიქტს. იურისტის თქმით, ცხადია, რომ სასამართლო მძიმე პოლიტიკურ წნეხის ქვეშაა და წინდაწინ დაწერილ განაჩენებს კითხულობს. 

ჩვენ მოვისმინეთ თვითონ რეჟიმის განაჩენი. რეჟიმმა საკუთარ თავს გამოუტანა ასეთი უსამართლო განაჩენი, რაც აჩვენებს იმას, რომ სასამართლოს აქვს მძიმე პოლიტიკური წნეხი, მოსამართლეებს არ აქვთ არანაირი თავისუფლება, თვალი გაუსწორონ იმას, რომ ამ საქმეში ცარიელი ყდა არის, ცარიელი ბრალდებაა, არანაირი მტკიცებულება არ არის. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა მოსამართლე, როდესაც ყვებოდა წარსულში უკვე დაწერილ განაჩენზე მომავალში რას იზამს. ასეთ ვითარებაში, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლე იმსჯელებს უკვე დაწერილ განაჩენზე, სადაც ვერცერთ მტკიცებულებას ვერ ასაბუთებს, უბრალოდ კვალიფიკაციის შეცვლით აჩვენებს კიდევ უფრო მძიმე დარღვევას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, - ამბობს ბესელია. 

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. მოსამართლემ სინდისის პატიმრები ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.

 

მსგავსი სიახლეები