სიორიძე: თითოეული სინდისის პატიმარი უდანაშაულოა, ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან

02.09.25 13:55
სიორიძე: თითოეული სინდისის პატიმარი უდანაშაულოა, ისინი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან

„სინდისის 8 პატიმრის პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია,“ - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე. მისი თქმით, "ოცნებამ" ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თითქოს შეამსუბუქა, მაგრამ სინამდვილეში,  პატრიოტები ისევ ციხეში დარჩნენ.

სიორიძე ხაზს უსვამს, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება და ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, სამართლებრივ პასუხისგებას არ დაექვემდებარება. 

მე ახლა ვიუმყოფებოდი სინდისის 8 პატიმრის პროცესზე. მთელი ამდენი ნის განმავლობაში თითქოს ისეთი განწყობა იქმნებოდა, რომ მოსამართლე იყო უფრო მეტად ჰუმანური, რაღაც ადამიანურ ფაქტორებს ითვალისწინებდა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული სინდისის პატიმარი არის უდანაშაულო. ესენი არიან ადამიანები, პატრიოტები, რომლებსაც რეჟიმი სჯის სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. მათ ემუქრებოდათ გაცილებით უფრო მძიმე მუხლი, სრულლიად აბსურდი სამართლებრივად. დადასტურდა დღეს გამოცხადებული განაჩენით, რომ არანაირ ჯგუფურ დანაშაულს არ ჰქონია ადგილი. გადააკვალიფიცირეს, თითქოს შეამსუბუქეს, თითქოს ვიღაც მადლიერი უნდა იყოს. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება და სანამ ეს რეჟიმი არ დასურლდება და შემდეგ, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა, ძალოვანი იქნება ეს თუ მოსამართლე, თავად უნდა მიეცეს სამართლებრივ პასუხისგებაში, - ამბობს სიორიძე.

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. მოსამართლემ სინდისის პატიმრები ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.

 

მსგავსი სიახლეები