ქადაგიძე: ეს არ არის სასამართლო - ჩვენ რუსები გვასამართლებენ და ეს დასრულდება საყოველთაო ჯანყით

02.09.25 14:11
ქადაგიძე: ეს არ არის სასამართლო - ჩვენ რუსები გვასამართლებენ და ეს დასრულდება საყოველთაო ჯანყით

ეს არ არის სასამართლო, ჩვენ რუსები გვასამართლებენ, - ასე აფსებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს. ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მსგავსი ქმედებები აუცილებლად საყოველთაო ჯანყით და რეჟიმის დამხობით დასრულდება. 

არანაირი პროცესი ეს არ არის, არანაირი საასმართლო ეს არ არის. ჩვენ რუსები გვასამართლებენ, როგორც გვასამართლებდნენ ბოლო 250 წლის განმავლობაში და ასამართლებენ ჩვენს საუკეთესო შვილებს და დღეს არის ერთ-ერთი ასეთი სამწუხარო დღე და ეს აუცილებლად დასრულდება საყოველთაო ჯანყით და დამხობით ამ რეჟიმის. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია, ეს გაგრძელდეს, - ამბობს ქადაგიძე. 

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა. მოსამართლემ სინდისის პატიმრები ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.

 

მსგავსი სიახლეები