გამოხატავენ პროტესტს, გვაგინებენ და დაიშლებიან - ზარქუა აქციაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს:
შეიკრიბებიან, გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, გვაგინებენ, გაგვლანძღავენ და დაიშლებიან, ესეც მათი უფლებაა... მე რამე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან"- თქვა დეპუტატმა.
აქცია ხვალ, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.