წულუკიანი: ჩორჩანაში ხომ არ ჰქონდა ადგილი ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას?

02.09.25 15:40
წულუკიანი: ჩორჩანაში ხომ არ ჰქონდა ადგილი ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას?

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დასკვნის პრეზენტაციისას, თეა წულუკიანმა ჩორჩანის ეპიზოდზეც ისაუბრა. "ოცნების" წევრმა თქვა, რომ ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით არსებობს კითხვა, "ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს“.

„ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს“, - თქვა წეულუკიანმა. 

წულუკიანის თქმით, 2013 წელს შს მინისტრ გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო განთავსდა, რასაც უსაფრთხოების რისკები მოჰყვა. მან ასევე დაასახელა მაშინდელი სუს-ის მაღალჩინოსანი კახაბერ ქემოკლიძე, როგორც ერთ-ერთი მოქმედი ფიგურა პროცესში.

შეახსენებთ, რომ ჩორჩანის საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში განთავსდა.

მსგავსი სიახლეები