ჩვენი გადაწყვეტილება შესაძლოა, მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს - კულება სააკაშვილზე

13.10.21 14:38
ჩვენი გადაწყვეტილება შესაძლოა, მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს - კულება სააკაშვილზე

უკრაინა საკუთარ მოქალაქეს გაჭირვებაში არ დატოვებს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ განცხადებაში საუბრობს. 

მისი თქმით, სააკაშვილთან კონსულსა და ადვოკატებს სააკაშვილთან დაუბრკოლებელი წვდომა აქვთ. 

უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რომლებშიც ცხადად გავიგეთ მისი და მისი ადვოკატების პოზიცია. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ გაჭირვებაში არ ვტოვებთ. ამიტომაც, შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა გზით გავაგრძელებთ სვლას და ეს შეიძლება, მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს – განაცხადა დიმიტრი კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ისინი სააკაშვილის საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობენ და მიდგომას არჩევენ.