"მონებო" - „ოცნების“ წევრებს პარლამენტის დატოვება შეძახილების ფონზე უწევთ
„მონებო" - „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის დატოვება შეძახილების ფონზე უწევთ.
რამდენიმე სააათის განმავლობაში, მოქალაქეები პარლამენტის იმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და თეა წულუკიანის გამოსვლის პარალელურად აქციას მართავდნენ.
თავდაპირველად ისინი აქციას პარლამენტის შენობის უკან მართავდნენ, რის შემდეგაც პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოდან გამოსული დეპუტატების მისამართით ისმოდა შეძახილები: „მონებო“, „ქვეყნის მოღალატეებო“.
აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის მცდელობა რამდენკერმე ჰქონდათ, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მყოფმა პოლიციამ არ მისცა.