რუსთაველის გამზირზე დაკავებები დაიწყო (ვიდეო)

02.09.25 16:41
რუსთაველის გამზირზე დაკავებები დაიწყო  (ვიდეო)

 

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები აქციას მართავენ, პოლიციამ დაკავებები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 9 აქტივისტი. 

აქტივისტების ცნობით, დაკავების მანქანაში ჩასვეს: 

  1. თიკა პატარაია,
  2. ლაშა დგებუაძე,
  3. დანი მაღრაძე,
  4. შუშანა მაცაბერიძე,
  5. თათა ფერაძე,
  6. ნენე გაბლაია,
  7. ბექა პაპაშვილი,
  8. დათა ქაშიაშვილი,
  9. დავით გუნაშვილი,
  10. ალბი კორძაია,
  11. ანუკი ჩრდილელი.

მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს მოხდა აქტივისტების დაკავება.

მოქალაქეები აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს.