წულუკიანს სასწავლო პროგრამაში მისი კომისიის დასკვნის შეტანა უნდა

02.09.25 17:27
წულუკიანს სასწავლო პროგრამაში მისი კომისიის დასკვნის შეტანა უნდა

თეა წულუკინი განათლების სამინისტროს სასწავლო პროგრამის შეცვლის ინიციატივით მიმართავს. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა, სადაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა გაასააჯაროა. 

"ოცნების" წევრმა მოითხოვა, რომ განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელოებში, უახლეს ისტორიაში ის მასალა შეიტანოს, რაც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ასახული. 

თეა წულუკიანმა აქცენტი ასევე ვარდების რევოლუციაზეც გააკეთა და თქვა, რომ ეს არა რევოლუცია, არამედ სახელმწიფო გადატრიალება იყო.  

ასევე ცნობილი ხდება, რომ წულუკიანის კომისიის მიერ მომზადებული 473 გვერდიანი დოკუმენტი, ვიზუალური მასალებით - ფოტოსურათებით, წიგნად გამოიცემა. სხდომაზე ითქვა, რომ წიგნი ინგლისურ ენაზეც ითარგმნება, რათა პარტნიორებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მასში არსებულ მასალებს გეცნონ. 

ვარდების რევილუცია იყო, სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალება. დასკვნაშ წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არავის გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის მსმელს. 

ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ პარლამენტი როდესაც შედგა, მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. 

ეს ყველაფერ დასკვნაში არის და ახსნილია მათ შორის უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, თუ რატომ ჩავთალეთ, რომ ვარდების რევოლუცია, რეალურად, სახელმწიფო გადატრიალება იყო. 

ეს ყველაფერი რომ გაკეთდება და წიგნად გამოიცემა, პარალელურად, შეიძლება, თავმდჯომარის თანხმობა არის, რომ ის ითარგმნოს და გამოიცეს წიგნად ყველა წესის დაცვით. და საქართველოს ისტორიის წიგნებში ალბათ უნდა გადაისინჯოს, სასკოლო წიგნებს ვკითხულობ, 2004-2012 წლის პერიოდი როგორ რის მიტანილი ახალგაზრდებამდე, იმიტომ, რომ მე დარწუნებულიც ვარ, რომ ის, რაც ამ დასკვნაში წერია, ახალგაზრდა თაობამ შეიძლება, საერთოდაც კი არ იცის, - თქვა სხდომაზე წულუკიანმა. 

პარლამენტში, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურს უწოდებს,  ე.წ. თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა განიხილეს.

დასკვნა მისივე პარტიას თეა წულუკიანმა გააცნო. დოკუმენტი 460-გვერდიანია.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც წულუკიანმა ტრიბუნიდან ისაუბრა, 2008 წლის აგვისტოს ომია.

წულუკიანის მტკიცებით, "2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს".