ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება - წულუკიანი

02.09.25 17:32
ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება - წულუკიანი

თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ვარდების რევოლუცია, რეალურად, სახელმწიფო გადატრიალება იყო. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა, სადაც აგვისტომ ომთან დაკავშირებით საგამოიძებო კომისიის დასკვნა გაასაჯაროა.

"ოცნების" წევრის თქმით, ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ ედუარდ შევარდნაძეს გადადგომის შესახებ განცხადება დღემდენ დაწერილი არ აქვს.

ვარდების რევილუცია იყო, სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალება. დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არავის გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის მსმელს. 

ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ პარლამენტი როდესაც შედგა, მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული. 

ეს ყველაფერ დასკვნაში არის და ახსნილია მათ შორის უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით, თუ რატომ ჩავთალეთ, რომ ვარდების რევოლუცია, რეალურად, სახელმწიფო გადატრიალება იყო.