რა ეღირება ლარი ხვალ?
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6940 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1336 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.1579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0243 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.