რუსთაველზე, აქციაზე, პოლიციამ "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის შვილი დააკავა

02.09.25 18:00
რუსთაველზე, აქციაზე, პოლიციამ "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის შვილი დააკავა

"პირველების" ინფორმაციით, დღეს, 2 სექტემბერს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შსს-ს წარმომადგენლებმა, 19 პირთან ერთად, "ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელიც დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ, გუშინ, საკრებულოს სია წარადგინა, ოთარ ჩრდილელი ამ სიაში რიგით მე-10 ნომერია. 

ცნობისთვის, სულ დაკავებულია 20 აქტივისტი. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

მსგავსი სიახლეები