მორიგი ბრიტანული სანქციები "ოცნებას" - თემთა პალატაში საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა

02.09.25 18:26
მორიგი ბრიტანული სანქციები "ოცნებას" - თემთა პალატაში საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა

დიდი ბრიტანეთის მინისტრის აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთის განცხადებით, ის ევროპელ პარტნიორებთან ერთად ცდილობს დაიცვას დემოკრატია საქართველოში. ამის შესახებ სტივენ დაუთიმ ბრიტანეთის თემა პალატაში განაცხადა. 

კითხვაზე აპირებენ თუ არა, რომ მიზანში ამოიღონ და პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ ადამიანებს ვინც საქართველოში ბრუტალურ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, ბრიტანელი მინისტრი პასუხობს, რომ მათ უკვე დააკისრეს სანქციები "ოცნების" მინისტრებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და ა.შ. და სამომავლო მოქმედებებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, "თუმცა ამ საკითხს ყოველდღიურად აკონტროლებს". 

სტივენ დაუთი: ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის რაც საქართველოში ხდება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ საქართველოში დემოკრატია და ეს საკითხი განვიხილე ივნისში ევროპელ მეგობრებთან ერთად, სადაც ვიმსჯელეთ დემოკრატიულ უკუსვლაზე. ივლისში ასევე ჩვენმა საგარეო უწყებამ დაგმო ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გამოკეტვა. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. 

ბლერ მაკდუგალი: თქვენ ცოტახნის წინ იყავით საქართველოში და იცით რომ სიტუაცია დრამატულად უარესდება, ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში არიან. ვხედავთ ახალგაზრდა დემოკრატიის მცველების წლობით ციხეში გაშვებას და ვხედავთ როგორ ემუქრებიან სამართლებრივი დევნით იმ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ვინც ცდილობს დაიცვას საქართველოში დემოკრატია. ეს ყველაფერი გრძელდება მაშინ, როცა რეჟიმი ფულს ათეთრებს, მათი ბიზნესი ხელშეუხებელია. აპირებთ თუ არა რომ მიზანში ამოიღოთ და პასუხისმგებლობა დააკისროთ იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელია ამ ბრუტალურ ქმედებებზე? 

სტივენ დაუთი: ბატონო სპიკერო, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხი წამოჭერით. იცით რომ  მე და საგარეო საქმეთა მინისტრმა უკანონო ფინანსებთან ბრძოლა მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ. მე არ გავაკეთებ კომენტარს მომავალ პოტენციურ ზომებზე, მაგრამ იცით, რომ ჩვენ უკვე დავაწესეთ არაერთი სანქცია "ოცნების" მინისტრების, პოლიციის უფროსებს თუ მოსამართლეების წინააღმდეგ. სანქციები ასევე დაეკისრათ გენერალურ პროკურორს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს და სხვა თანამდებობის პირებს. მომავალში რას მოვიმოქმედებთ კომენტარს ამაზე წინასწარ ვერ გავაკეთებ, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ ამ საკითხს ყოველდღიურად ვაკონტროლებ.

შეგახსენებთ, რომ სტივენ დაუთი საქართველოში ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული, ქვეყანაში ის ტრანზიტულად იმყოფებოდა, რადგან მას სამხრეთ კავკასიური ტურნე აქვს. 

ის ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები