დაძაბულობა რუსთაველის გამზირზე - მოქალაქეები გზის გადაკეტვას ცდილობენ
დაძაბულობა რუსთაველის გამზირზე - პოლიცია მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს.
ადგილზე შსს-ს თანამშრომლები არიან მობილიზებულები და აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
არსებული ინფორმაციით, გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
"დღეს მტელი დღეა პოლიციას უწევს სირბილი იმიტომ, რომ ადამიანები არ ჩერდებიან, კეტავენ. 23 ადამიანი არის დაკავებული და რამდენიც საჭირო იქნება იმდენჯერ გადავკეტავთ და იმდენი ხანი იქნება პროტესტი," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამ დროის, ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.