ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე - დასავლეთი მოქმედებაზე გადადის

02.09.25 21:32
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე - დასავლეთი მოქმედებაზე გადადის

ბრიტანეთი "ოცნებისთვის" პასუხის გასაცემად ემზადება. იქნება თუ არა ეს ახალი სანქციები? - ბრიტანელმა მინისტრმა, სტივენ დაუთმა თქვა, რომ წინასწარ დაანონსება არ უნდა. თემთა პალატაში დასმულმა კითხვებმა და პასუხებმა გააჩინა განცდა, რომ "ოცნების" ფულის გათეთრების სქემაზე ბრიტანეთში ბევრი იციან. 

ამასობაში კი "ქართული ოცნება" ვეღარ უარყოფს, რომ საქართველოს შესაძლოა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. თუ აქამდე ივანიშვილის პარტია დადასტურებით ირწმუნებოდა, რომ ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, ახლა რიტორიკა შეცვლილია.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები