ამის გამო გადამდგარი არავინ მინახავს - სუბარი უარყოფს, რომ პრეზიდენტს უსმენდნენ

13.10.21 15:09
ამის გამო გადამდგარი  არავინ მინახავს - სუბარი უარყოფს, რომ პრეზიდენტს უსმენდნენ

"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი, კატეგორიულად უარყოფს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსმენდნენ. სუბარის თქმით, უკანონო მოსმენების შესახებ გამოძიება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რომ  პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკანონო მოსმენებზე არავინ არ უნდა აიღოს და ამის მაგალითად "ოცნების" დეპუტატს გერმანიის მაგალითი მოჰყავს. 

ქალბატონ სალომეს რომ ვინმე უსმენდეს, პრაქტიკულად გამოვრიცხავ მსგავს ფაქტს, რაიმე ლეგიტიმური საფუძველი არ შეიძლება, არსებობდეს. თუ ვინმემ დაარღვია კანონი, ბუნებრივია, აგებს პასუხს. გამოძიება მიდის ძალიან სწრაფი ტემპით. 

მსგავსი სკანდალები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში იწყება ხოლმე, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმენდნენ გერმანიის კანცლერს, მაგრამ ამის გამო გადამდგარი მე არავინ მინახავს", - თქვა სოზარ სუბარმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მასაც ფარულად უსმენს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა. ევროპარლამენტარმა  მაიკლ გალერიმ პრეზიდენტის ნათქვამი  "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები