შეავსებენ თუ არა გახარიას სიის წევრები ოპოზიციის ცარიელ სავარძლებს პარლამენტში - რა ეჭვი აქვს ოპოზიციას?

02.09.25 21:17
შეავსებენ თუ არა გახარიას სიის წევრები ოპოზიციის ცარიელ სავარძლებს პარლამენტში - რა ეჭვი აქვს ოპოზიციას?

"ქართული ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება დღეს ცნო და პირველი 12 დანარჩენებმა ჩაანაცვლეს. ეს იმ ფონზე, რაც გიორგი გახარიამ არ გამორიცხა მისი პარტიის წევრები საბოლოოდ პარლამენტში შევიდნენ და ბოიკოტიც დასრულდეს.

გიორგი გახარია ამ განცხადების გამო, დღეს, ოპოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ის ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშედ გამოაცხადა. 

გახარაია საქართველოში ჯერ ჩამოსვლას არ აპირებს, "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო. კობახიძე, რომელიც ერთ დროს გახარიას ქებით იყო დაკავებული დღეს ამბობს, რომ ციხის შიშის გამო გაიქცა. 

თავად გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდს ახლა მისი დაკავების რესურსი არ გააჩნია. "ტვ პირველთან" ინტერვიუში ექსპრემიერი ამტკიცებს, რომ ქვეყანა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ საქმეში ხელი არ შეშლოდა.  

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები