ფერმკრთალია, შენელებული აქვს მოტორიკა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები

13.10.21 15:18
ფერმკრთალია, შენელებული აქვს მოტორიკა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამის შესახებ მისი ადვოკატები საუბრობენ, რომლებმაც დღეს ის საპატიმროში მოინახულეს. ადვოკატების თქმით, მესამე პრეზიდენტს გადაადგილება და საუბარი გუშინდელზე მეტად უჭირს და ამასთან ერთად, დაკარგული აქვს სახის ფერიც. 

ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მორალურად მხნედ არის და თვლის, რომ ხვალ დაგეგმილი სახალხო აქცია მრავალრიცხოვანი უნდა იყოს. 

დღეს მიშა გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც მანამდე არსებობდა, ისინი კიდევ უფრო გამძაფრებულია. საუბარია გადაადგილების სირთულზე, მოტორიკის შენელებაზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჯანმრთელების მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევი პროცესია, რაც უკვე თალნათლივ, ძალიან მკაფიოდ ჩანს, - ამბობს ბექა ბასილაია. 

უფლებადამცველები საპატიმროში მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელსაც მეორე დღეა, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ უშვებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი, ანუ ამის უფლებას არ აძლევენ და სპეკულაციები ის უფროა, რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება, რომ შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური. 

მსგავსი სიახლეები