ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილს კობახიძის თავი გამზადებული აქვს

02.09.25 22:03
ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილს კობახიძის თავი გამზადებული აქვს

"ივანიშვილს კობახიძის თავი გამზადებული აქვს" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს "კობახიძეს გადაუგდებს" და ამით დაკმაყოფილდებიან, ცდება. 

ირაკლი კობახიძის თავი ბიძინა ივანიშვილს აქვს გამზადებული. არ კმარა, ახლა ვინმეს თუ გონია 4 ოქტომბერს 100 ათასობით ადამიანი შევიკრიბებით და თურმე კობახიძეს გადმოგვიგდებს და ამას შევჭამთ - ეს კბილები გრიგოლიჩ ხალხმა მოიცვალა. 

ახლა ვინც მიყურებთ, თქვენზეა დამოკიდებული... თქვენ უნდა მოხვიდეთ, ყველანი, პულტები გადააგდეთ, 3 ოქტომბრიდან ტელევიზორები შეგიძლიათ, რომ უბრალოდ დალეწოთ - რატო? იმიტომ რომ ქვეყანაა დასაცავი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები