„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს - წინააღმდეგია 43%
"ევრობარომეტრის" კვლევის მიხედვით, ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის 46%-ია, წინააღმდეგი კი 43%. ინფორმაცია ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ "ევრობარომეტრის" კვლევის ანგარიშშია მოცემული.
კვლევაში მოცემულია თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა:
- შვედეთი - 71%,
- ლიტვაში – 62%,
- ლატვიაში – 62%,
- დანიაში – 61%,
- კვიპროსში – 58%,
- ხორვატიაში – 57%,
- სლოვაკეთში – 57%,
- უნგრეთში – 57%,
- ესპანეთში – 56%,
- საბერძნეთში – 54%,
- ნიდერლანდებში 52%,
- პორტუგალიაში – 51%.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ავსტრიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში ჰყავს.
კერძდ:
- ავსტრიაში გამოკითხულთა 64%-ია წინააღმდეგი, ხოლო 29% მომხრე.
- ჩეხეთში წინააღმდეგია 61%, მომხრე 29%;
- გერმანიაში წინააღმდეგია 53%, მომხრე 37%;
- იტალიაში წინააღმდეგია 49%, მომხრე 45%;
- საფრანგეთში კი წინააღმდეგია 48%, მომხრე 36%.
ამასთან, კვლევის მიხედვით, ზოგადად ევროკავშირის გაფართოებას, წევრი ქვეყნების მოქალაქეთა 56% უჭერს მხარს.
კვლევა, დღეს, კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამოქვეყნდა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა.