"რეჟიმს უკანონობის ჩამდენი, უკანონობაში დასპეციალიზებული ადამიანები სჭირდება" - ლევან სამუშია
"რეჟიმს უკანონობის ჩამდენი, უკანონობაში დასპეციალიზებული ადამიანები სჭირდება" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ ეს უსამართლობა არ დასრულდება "ყოველთვის ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალებთ".
მამუკა ხაზარაძე თავის პოსტში საუბრობს - მურუსიძის სასამართლო - რაზე არის საუბარიო, რატომ არის ეს უსამართლობა, თქვენ გინახავთ ვინმე განზრახ უკანონო განაჩენის დაყენებისთვის რომელიმე მოსამართლე პასუხისგებაში მიცემული, ბრალ წაყენებული, მსჯავრდებული? ან პროკურორი...
2012 წელს, როდესაც, მარტივია ხომ რამდენი პოლიტიკური პატიმარი აღიარა პარლამენტმა. ვინ შექმნა ეს პოლიტიკური პატიმრები, შექმნა სასამართლომ, შექმნა პროკურატურამ, თვითონვე აღიარეს. რომელი არის პასუხისგებაში მიცემული უკანონო განაჩენის გამო, პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე.
მაშინ ვთქვათ, სად არიან ეს ადამიანები, სად მუშაობენ - ისევ იქ და დაწინაურებულები, აღმატებულები იმიტომ, რომ ჩააბარეს საჭე იმიტომ, რომ ესენი გამოწრთობილი იყვნენ უკანონობაში და რეჟიმს უკანონობის ჩამდენი, უკანონობაში დასპეციალიზებული ადამიანები სჭირდება. ზუსტად ამაზე არის საუბარი მამუკა [ხაზარაძის] პოსტში. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს თუ არ დასრულდა ყოველთვის ერთი და იგივე წრეზე ვიტრიალებთ," - განაცხადა ლევან სამუშიამ.
იხილეთ ასევე: