პაატა ბურჭულაძე: "ოცნების" ადგილი პარლამენტში კი არა, საერთოდ საქართველოში არ არის
"ოცნების" ადგილი პარლამენტში კი არა, საერთოდ საქართველოში არ არის" - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა და თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დღევანდელი დასკვნით მათ ქვეყანას უღალატეს.
რაც შეეხება დაჭერებს, მე მგონი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს "ქართული ოცნება". ყველას დასაჭერად აქვს თვითონ საქმე და ამიტომ ნუ გვაშინებენ. ჩვენ რომ ვიცოდით, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ იმიტომ, რომ ვინმეს შეეშინდეს, რომ ისინი დაიჭერენ და ამიტომ ჩვენ გავჩუმდეთ და თუნდაც შეურაცხყოფა მივაყენებინოთ თუნდაც დროშისთვის.
როგორ შეიძლება ამათ, ვინც დღეს ეს სამარცხვინო დასკვნა დადო, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, დაგვაბრალა ყველაფერი, ამათი ადგილი პარლამენტში კი არა, საერთოდ საქართველოში არ არის. ასეთი ხალხი არ უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ მათ უღალატეს ქვეყანას დღევანდელი [დასკვნით]," - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
დღეს, პარლამენტში, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურს უწოდებს, ე.წ. თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა განიხილეს.
დასკვნა მისივე პარტიას თეა წულუკიანმა გააცნო. დოკუმენტი 460-გვერდიანია.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც წულუკიანმა ტრიბუნიდან ისაუბრა, 2008 წლის აგვისტოს ომია.
წულუკიანის მტკიცებით, "2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს".