შეიძლება, ჰქონდეთ მცდელობა, რომ სააკაშვილი დაადანაშაულონ - ივერი მელაშვილი
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე გასვლა უნდა.
მისი თქმით, საქმეში პოლიტიკური ნიშნებია. მელაშვილი აღნიშნავს, რომ მისი და ნატალია ილიჩოვას დაკავება, ასევე სხდომების განახლება, არჩევნებს დაემთხვა.
წინასაარჩევნო პერიოდია, შესაბამისად, საფუძველი მაქვს ფიქრის, რომ გარკვეულწილად ეს საქმე პოლიტიზირებულია. თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა. შეიძლება, ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში, პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები. მე არ გამოვუკითხივარ არავის, ჩემი პოზიცია იციან, იმდენად აბსურდულია ბრალდებები, ვინც არ უნდა იყოს, მელაშვილი იქნება თუ ყოფილი პრეზიდენტი, შანსი არ არის , რაღაც გამოიკვეთოს, არაფერი მსგავსი არ მომხდარა, პირიქით, ვიღწვოდით, რომ საწადელისთვის მიგვეღწია, რაც ქვეყანას სჭირდებოდა",- განაცხადა მელაშვილმა.
პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ გარეჯის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ჩვენებით უახლოეს პერიოდში დაინტერესდეს.
საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კითხვები გამომძიებლებს იმ გამოძიების ფარგლებში ექნებათ, რომლითაც პროკურატურა გარეჯის საქმეზე ბრძანების გამცემების კვალზე გასვლას ცდილობს.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლო ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვას თავიდან იწყებს, მიზეზი მოსამართლის ცვლილება გახდა. გახმაურებულ საქმეს არსებითად ახალი მოსამართლე, ნინო ნაჭყებია, განიხილავს.